saqarTvelos mdinareebi - krixula

ტერიტორიული ერთეულები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სათავე ალევის ქედი
სიგრძე 15.2 კმ
აუზის ფართობი 134.6 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3 მ3/წმ

 

მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 1480 მ. სიგრძე 15,2 კმ. აუზის ფართობი 134,6 კმ2. სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მდინარე რიონს ამბროლაურთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე ახასიათებს წყალამოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3 მ3/წმ.

ციტატა

„მოერთვის რიონს სამხრიდამვე კრიხულას მდინარე, რომელი ისახელა დაბის კრიხისაგან. გამოსდის საღორისა, ნოჯიხურევისა და საწალიკის მთას, მოდის ჩრდილოეთ კერძოდ, რიონის სამხრით და კრიხულის აღმოსავლეთით, ამბროლაურს“

ვახუშტი ბატონიშვილი